|
2017-05-29 11:37:03, 2167 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ალი: საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარის პაოლო ალის განცხადებით, საქართველოს ბოლო 15 წლის განმავლობაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. როგორც ალიმ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ნატო მხოლოდ თავდაცვის კავშირი და ალიანსი არ არის. „ნატო მხოლოდ თავდაცვის კავშირი და ალიანსი არ არის, მის დამაარსებელ ხელშეკრულებაში აშკარაა, რომ ის არის საზოგადოებათა კავშირი, რომელთაც საერთო ღირებულებები აქვთ დემოკრატიისა, კანონის უზენაესობისა და ეკონომიკური ზრდის და კეთილდღეობის ჩვენი მოქალაქეებისთვის. საქართველო ამ ფასეულობებს ნამდვილად იზიარებს. ტრანსფორმაცია, რომელსაც საქართველომ ბოლო 15 წლის განმავლობაში მიაღწია, ძალიან თვალსაჩინოა. აქ გასული წლის ოქტომბერში ვიმყოფებოდი და ვნახე, რამდენად განუხრელად სურს ქართველ ხალხს ამ მიზნების მიღწევა, რომ დაინერგოს და გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები. საქართველოს ამ გზაზე ვეხმარებით, რადგან ეს მთავარი მიზანი გახლავთ, ერთ-ერთი პრიორიტეტი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის. ჩვენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს ვუჭერთ“, - განაცხადა ალიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)