|
2017-05-29 11:22:28, 2117 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო
„ნატო უნდა გაფართოვდეს მანამ, სანამ მისი ქოლგის ქვეშ არ მოექცევა მთელი თავისუფალი სამყარო“,-ნატო-ს პირველი გენერალური მდივნის ამ სიტყვებით დაასრულა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლა. კობახიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, თავისუფლებისა და მშვიდობის დასაცავად გაერთიანდნენ. „ბოლო ორი ასწლეულის განმავლობაში, ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ ნატო-სა და ევროკავშირის ახლად გაწევრიანებულმა და კანდიდატმა სახელმწიფოებმა, ბევრად მეტი თავისუფლება და კეთილდღეობა მიიღეს, ვიდრე ქვეყნებმა, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზის გამო, უარი თქვეს დასავლურ ინტეგრაციაზე. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველოში განვამტკიცოთ დემოკრატია, ჩამოვაყალიბოთ კონსოლიდირებული და სტაბილური პოლიტიკური სისტემა და გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ავტოკრატია, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ორი ათწლეულის განმავლობაში უამრავი პრობლემა შეუქმნა. საქართველოს პარლამენტში დაწყებული საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრესი მიზანი, სწორედ ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებული დემოკრატიული მმართველობის სისტემის განმტკიცებაა. საქართველო ყალიბდება ევროპული ტიპის სტაბილურ, საპარლამენტო დემოკრატიად. ამგვარი საქართველო იქნება სასურველი და მტკიცე პარტნიორი ჩვენი მეგობარი ქვეყნებისთვის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. სკეპტიკოსები აცხადებენ, ხოლმე რომ საქართველოს დასავლური მისწრაფებები შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს, თუმცა ჩვენ მომავლის რწმენას, საქართველოს ისტორიული გამოცდილება გვინერგავს“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)