14:06 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 11:12:33, 2143 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს არჩევანი-გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი, არ გამომდინარეობს პოლიტიკური კონიუქტურიდან, არამედ იგი ქართველი ხალხის ისტორიული განვითარების ლოგიკური გამოხატულებაა.

თბილისში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ გამოხატა მადლიერება ნატო-სა და მისი წევრი ქვეყნების, პარტნიორი სახელმწიფოების მიმართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო  გრძნობდა ბოლო 15 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გამოაცხადა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი.

„იმედი გვაქვს, თქვენი მხარდაჭერა საქართველოს ახლო მომავალში ნატო-სთან სტრატეგიული დაახლოების  ახალ ეტაპზე გადაიყვანს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს სურვილი, თავის რიგებში იხილოს საქართველო. ჩვენ ჩვენი მხრივ, ღიად გამოვხატეთ სურვილი, ვიყოთ არა მხოლოდ ალიანსის წევრი, არამედ ევროატლანტიკური თანამშრომლობის ღირსეული და აქტიური მონაწილე. ნატო საქართველოსთვის არის საუკეთესო პლატფორმა არა მხოლოდ სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების განსამტკიცებლად, არამედ ასევე თავისუფლების იდეალებისა და დემოკრატიული ღირებულებების გასაზიარებლად, რომლებიც ესოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისა და ხელისუფლებისათვის“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics