|
2017-05-29 10:59:48, 1933 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: საქართველო ნამდვილად ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს
„მოსახლეობას აშკარა არჩევანი აქვს გაკეთებული და საქართველო ნამდვილად ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს“, - შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ პაოლო ალიმ საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე განაცხადა. ალიმ საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ისტორიული უწოდა. „დღეს ჩვენ ვასრულებთ ისტორიულ სესიას ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ისტორიულ სესიას საქართველოში. საქართველომ შემოგვთავაზა ეს მასპინძლობა, მიღება, ორგანიზება და მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ საქართველოს მოსახლეობას აშკარა არჩევანი აქვს გაკეთებული, საქართველო ნამდვილად ეკუთვნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს. ყოველი ჩემი ჩამოსვლის დროს ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს, როგორ ჩანს და როგორ თვალსაჩინოა, როგორი სულისკვეთება და ერთიანი მიზანი აქვს საქართველოს, ქართველ ხალხი გრძნობს და მტკიცედ სჯერათ, რომ მომავალი ნატო-სთან და ევროკავშირთან ერთად არის. ბევრჯერ ვყოფილვარ მოწმე და ბევრჯერ მინახავს, ასევე ეს სამი დღის განმავლობაში ეს აშკარად დავინახე. ამ შეხვედრების დროს გამოხატული იყო საკმაოდ დიდი სულისკვეთება ამ მიმართულებით მთელ ქვეყანაში. მესმის, რომ საქართველოს ეამაყება, რომ უმასპინძლა ამ საპარლამენტო ასამბლეის სესიას და და ასევე ჩვენც გვეამაყება, რომ ეს სესია საქართველოში ჩავატარეთ“,-განაცხადა ალიმ და დასძინა, რომ ასამბლეა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს და მის გზას ინტეგრაციისკენ. „ბოლო 15 წლის განმავლობაში ასამბლეამ ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს და მის გზას ინტეგრაციისაკენ. ჩვენ ერთად ვმუშაობდით კოლეგებთან საქართველოს პარლამენტში, რათა შეგვექმნა საფუძველი წევრობისათვის ჩვენ ვმუშაობდით მხარდაჭერისთვის ჩვენს მთავრობასთან და პარლამენტთან იმისათვის, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდეს. საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა დემონსტრირება გაუკეთეს თავიანთ პროფესიონალიზმს და მათ სურვილს, რომ მათ შეუძლიათ ინტეგრაცია ნატოს ჯარებთან. აღსანიშნავია საქართველოს წვლილი სამხედრო მისიებში - ავღანეთის მისიაში. საქართველო არის ყველაზე დიდი არაწევრი ქვეყანა, კონტრიბუტორი - განუხრელ დახმარების მისიებში. მინდა, ჩვენი განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატოთ საქართველოს შეიარაღებული ძალების მიმართ მათი წვლილისადმი. ასევე, პატივი მივაგოთ იმათ, ვინც სიცოცხლეს, ვინც შეეწირა ამ ძალისხმევას. მათ წინაშე სამუდამო ვალში ვართ“, - აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)