|
2017-05-29 10:52:30, 2207 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: 90-იან წლებში, საქართველოში აპრობირებული მეთოდებით, დღეს მოსკოვი ცდილობს, ადამიანები დააშინოს
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდან უწევს უთანასწორო ბრძოლა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. როგორც კობახიძემ თბილისში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს საქმეებში უხეში ჩარევით, კონფლიქტების გაღვივებით, პირდაპირი სამხედრო აგრესიითა და ბოლოს მცოცავი ანექსიით, რუსეთის პოლიტიკური ლიდერები ცდილობენ, შეაჩერონ ქართველი ხალხის სწრაფვა თავისუფლებისკენ. „ მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ჯერ კიდევ 90-იან წლებში, საქართველოში აპრობირებული მეთოდებით, დღეს მოსკოვი ცდილობს, ადამიანები და ხალხები დააშინოს. გათიშოს და იბატონოს ყველგან, სადაც ამის საშუალება მიეცემა-საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ყირიმსა და დონბასში, აღმოსავლეთ ევროპასა, თუ ახლო აღმოსავლეთში. ამის საპასუხოდ ქართველმა ხალხმა აირჩია დემოკრატიის და შემწყნარებლობის გზა. ჩვენი მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. ჩვენი მეგობარი ქვეყნების დახმარებით, საქართველო შეძლებს, კიდევ უფრო განამტკიცოს თავისი სახელმწიფოებრიობა და გაწევრიანდეს მსოფლიოს წამყვან გაერთიანებებში-ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)