|
2017-05-29 10:51:41, 2133 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე ასამბლეას: თქვენმა ჩამობრძანებამ გაგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო ნატო-ს წევრი აუცილებლად გახდება
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში სტუმრობა ისტორიული მნიშვნელობის ვიზიტია. როგორც კობახიძემ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩამოსვლამ განამტკიცა იმედი, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება: „ეს დღეები ისტორიული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის. თქვენმა ჩამობრძანებამ თბილისში კიდევ უფრო გაგვიმტკიცა იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. მოხარული ვართ, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცესთან საქართველოს დაახლოების პროცესი დინამიურად წარიმართება. დღეს ქართველი სამხედროები გლობალურ უსაფრთხოებას იცავენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, ხოლო ხელისუფლება ახერხებს საქართველო სტაბილურობის, დემოკრატიისა და ეკონომიკურ განვითარების მოდელად აქციოს რეგიონში. თანამედროვე ქართული სახელწმიფო ეფუძნება იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზეც დგას ევროატლანტიკური თანამეგობრობა-დემოკრატიას, თავისუფლებას, სამართლიანობას, შემწყნარებლობას, ჰუმანურობას“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)