|
2017-05-29 10:41:41, 2236 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: მივხვდი რატომ აქვს საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია
„2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი და მაშინ მივხვდი, საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია რატომ აქვს, ასეთი ლამაზი ქვეყნისა და სტუმარ-მასპინძლის“, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ სასტუმრო „ჰუალინგში“ ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ირაკლი სესიაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. „ეს არის პირველი სესია, რომელიც საქართველოში გაიმართა. ბატონო ირაკლი, თქვენ და თქვენმა პოლიტიკურმა ჯგუფმა არაჩვეულებრივი შრომა გასწიეთ და ეს წარმატებული სესია ჩაატარეთ. მადლობელი ვართ, რაც ამ დღეების განმავლობაში გაკეთდა. ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველოში ოქტომბერში კიდევ ჩამოვიდე. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებს ვაკვირდებოდი და მაშინ მივხვდი, საქართველოს ასეთი კარგი რეპუტაცია რატომ აქვს, ასეთი ლამაზი ქვეყნისა და სტუმარ-მასპინძლის. იმიტომ, რომ ეს ქვეყანა ამ რეპუტაციას მართლაც ამართლებს. ახალგაზრდა მოხალისეები გვყავს, რომლებიც გვეხმარებოდნენ და მათ მადლობას ვუხდი, მათ ნამდვილად დიდი შრომა გასწიეს“, - განაცხადა პაოლო ალიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)