|
2017-05-29 10:37:40, 2034 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო-მ შემდგომი ნაბიჯები გადადგას
„ნატო-ში ინტეგრაციისა და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო-მ შემდგომი ნაბიჯები გადადგას“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სიამაყით შეუძლია აღნიშნოს, რომ საქართველო არის ევროპული სახელწმიფოს კარგი მაგალითი, რომელიც ყველა შიდა, თუ გარე გამოწვევების მიუხედავად, თანმიმდევრულად აგრძელებს სვლას დემოკრატიზაციის, ინსტიტუტების აღმშენებლობის, ეკონომიკური განვითარებისა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინსტიტუციური ინტეგრაციის გზაზე. „ ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. რუსეთის მეირ, საქართველოს, სუვერენული სახელმწიფოს, 20 პროცენტის ოკუპაცია და მილიტარიზაცია, მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ეროვნულ უსაფრთოხებას. გარდა ამისა, ყირიმის უკანონო ანექსია, რომელსაც შედეგად მოჰყვა დესტაბილიზაცია აღმოსავლეთ უკრაინაში და გავლენის სფეროთა გადანაწილება, ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის მშენებლობაში მიღწეული უდიდესი პროგრესის, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების უდიდესი მონაპოვრის, გაქარწყლებას ისახავს მიზნად. ჩვენი პასუხი ამ გამოწვევაზე გახლავთ მეტი დემოკრატიზაცია, მეტი ეკონომიკური განვითარება და მეტი ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაცია. ამ გამოწვევებზე დასავლეთის ერთადერთი ქმედითი პასუხი უნდა იყოს მეტი ერთობა და სიმტკიცე თავისუფლებისა და სხვა ფუძემდებლური ღირებულებების დაცვის საკითხში, ღია კარის პოლიტიკა და შესაბამისი სურვილის მქონე ევროპული ქვეყნების ევროატლანტიკური მისწრაფებების მკაფიო მხარდაჭერა. ამ მხრივ, დარწმუნებული ვარ, დემოკრატიული რეფორმების, ნატოში ინტეგრაციის და საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისადმი ერთგულებით, საქართველომ უკვე შექმნა წინაპირობა, რათა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების გზაზე, ნატო-მ შემდგომი ნაბიჯები გადადგას“,-აღნიშნა საქართველოს პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)