|
2017-05-29 10:28:11, 1896 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვირიკაშვილი: საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის ჩატარება თბილისში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერის ძალიან ძლიერი დემონსტრირებაა. „ეს არის მართლაც მკაფიო გზავნილი ჩვენი ხალხისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი ევროატლანტიკური საზოგადოება რთული გამოწვევების წინაშე დგას. ნატო წარმოადგენს ყველაზე წარმატებულ ალიანსს, რადგან ის მტკიცედ ერთ მუშტად შეკრული დგას თავისი წევრების სუვერენიტეტისა და დემოკრატიის სადარაჯოზე და მზადაა, თავის რიგებში მიიღოს ევროპული ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ იმავე ღირებულებებს, ასევე შესწევთ უნარი, წვლილი შეიტანონ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერებაში. ალიანსის ღია კარის პოლიტიკის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, გადაწყვეტილება ნატო-ს 29-ე წევრად მონტენეგროს მიწვევის შესახებ. საქართველოს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ნატოს წევრობის დღის წესრიგის განხორციელება“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოზიტიური დინამიკა აქვს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)