13:25 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-29 09:47:06, 1777 ნახვა

პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით

თბილისში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე, დღეს  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. დოკუმენტის შინაარსი უკვე ცნობილია. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა  ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია. 

ამასთან, ასამბლეა  ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის  შესახებ ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების მუდმივად დარღვევას და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დე-ფაქტო ანექსირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე ამ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics