|
2017-05-28 11:37:53, 1713 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი: ჩვენი ამოცანაა, მოვძებნოთ ჰუმანიტარული გამოსავალი და დავიხსნათ მოსახლეობა მავთულხლართების იზოლაციისგან
„ის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზების გასწვრივ და რა თქმა უნდა, ათიათასობით დევნილი ყოველდღიურად ზარალდება მოუგვარებელი კონფლიქტისაგან. ჩვენი ამოცანაა, მოვძებნოთ ჰუმანიტარული გამოსავალი და დავიხსნათ მოსახლეობა მავთულხლართების იზოლაციისგან“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვლმა თბილისში მიმდინარე ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სახელმწიფო მინისტრმა სესიის მონაწილეებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის სამშვიდობო მიდგომები, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. „ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს გავაცანით არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესები, რომლებიც ყოველდღიურად ათასობით ადამიანისთვის ქმნის ძალიან მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების გამოწვევებს. ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს წევრი სახელმწიფოების და ზოგადად ნატოს მხარდაჭერა სამშვიდობო პოლიტიკის პროცესში, დღეს ასამბლეის წევრებს ასევე, გავაცანით ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკის პრიორიტეტები, კონკრეტული ინიციატივები და მიდგომები, რომლებსაც ვახორციელებთ: ჩვენი ამოცანა გახლავთ ერთის მხრივ, საქართველოს დეოკუპაცია რუსეთთან მიმართებაში, ხოლო მეორეს მხრივ, დიალოგი აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან, ნდობის მშენებლობა, შერიგების პოლიტიკა და ასევე, ჩვენი მიდგომები, რაც უკავშირდება ორივე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე წვდომის გამარტივებას და იმ სარგებელზე წვდომას, რომელც გამომდინარეობს ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობიდან“ - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა. ქეთევან ციხელაშვილმა ხაზი გაუსვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოში გამართვის მნიშვნელობას: „ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება საქართველოში არის ძალიან მაღალი მნიშვნელობის, პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.“ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია 26 მაისს დაიწყო და 29 მაისამდე გაგრძელდება. ოთხი დღის განმავლობაში ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები, საკომიტეტო სხდომები და პრესკონფერენციები იმართება. პლენარული სხდომის დასასრულს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერ დეკლარაციას მიიღებენ. საპარლამენტო ასამბლეა წარმოადგენს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის საპარლამენტო განზომილებას, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 28 წევრ და 20-ზე მეტ ასოცირებულ, პარტნიორ და დამკვირვებელ ქვეყანას აერთიანებს. ასამბლეის სესია არის ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი ღონისძიება, რომლის მუშაობაშიც 600-მდე მოწვეული სტუმარი იღებს მონაწილეობას.
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ევროკავშირმა და სომხეთმა დაკავშირებადობის სფეროში პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს
რასა იუკნევიჩიენე: სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის პერსპექტივა ცოცხალია, თუმცა მესმის ქართველების იმედგაცრუება, რომ თბილისი ამის მიღმა დარჩა
კობახიძეს ჯერა, რომ ევროპარლამენტარები თავს ესხმიან საქართველოში მედიის თავისუფლებას
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)