|
2017-05-27 18:13:43, 2432 ნახვა
სამართალი კომენტარი
გვენეტაძე: ლევან მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ დანიშვნის საკითხი, ჯერ განხილვას არ ექვემდებარება
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლედ, არ დანიშნულა. როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა დროებით გადაიდო. "საბჭოზე ასეთი საკითხი ჯერ განხილვას არ ექვემდებარება", - აღნიშნა გვენეტაძემ, შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს კენჭი 11 მაისს უყარეს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ პალატაში ხუთივე ვაკანსია შეივსო. 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: ილონა თოდუა, მერაბ ლომიძე, მარიამ ცისკაძე, და თეა ძიმისტარაშვილი. უვადო მოსამართლედ დაინიშნა მიხეილ ჩინჩალაძე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატაში არსებული 5 ვაკანსიიდან 4 შეივსო. გამოსაცდელი ვადით მოსამართლეებად დაინიშნენ: ირაკლი ბონდარენკო, თამარ ზამბახიძე და გელა ქირია. მოსამართლე ოთარ სიჭინავა უვადო მოსამართლედ გამწესდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატაში არსებული 7ვაკანსიიდან მხოლოდ 3 შეივსო. გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ: მურმან ისაევი, რევაზ ნადარაია და შორენა ყავლაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)