|
2017-05-27 17:39:39, 2212 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს
ჩვენ გვაქვს მართლაც შესანიშნავი მხარდაჭერა საქართველოსგან და ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, - ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ალიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიაში, ეს არის მეხუთე შემთხვევა, როდესაც სესია არაწევრ ქვეყანაში იმართება. „ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია უმშვენიერეს ქალაქ თბილისში იმართება. ეს ნატო-ს პოლიტიკური ნებაა, რაც ჩვენს მხარდაჭერაში გამოიხატება და ამით ხაზი გაესვა საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით. ძალიან იშვიათია, როცა ნატო-ს სესია არაწევრ ქვეყანაში იმართება. ეს მხოლოდ მეხუთე შემთხვევაა ალიანსის ისტორიაში. ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა იყო სტაბილურობა რეგიონში, ასევე გლობალური უსაფრთხოება. ჩვენ გვაქვს მართლაც შესანიშნავი მხარდაჭერა საქართველოსგან და ძალიან ვაფასებთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - განაცხადა პაოლო ალიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)