11:51 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 15:35:30, 1625 ნახვა

პოლიტიკა
ბუნდესტაგის დელეგაციის ხელმძღვანელი: გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე

საქართველო- ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოში მყოფი გერმანიის პარლამენტის  (ბუნდესტაგის) დელეგაციის ხელმძღვანელმა, გერმანიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ კარლ ლამერსმა საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვის მნიშვნელობა და საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები შეაფასა:

„საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის გამართვა უდიდეს მნიშვნელობას ატარებს. ჩვენ  საქართველოში მოწვევა 2014 წელს მივიღეთ და დიდი სიამოვნებით დავთანხმდით, რადგან საქართველო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისთის და ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. ნატო-ს საქართველოსთან ძალიან მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. საქართველო ავღანეთში არაწევრ სახელმწიფოებს შორის სამხედრო ძალის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია და ჩვენ გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობა გვაკავშირებს. საქართველოსა და გერმანიის ორმხრივi ურთიერთობები ხაზგასმულად კარგია. სწორედ ამიტომ მოხარული ვართ, რომ აქ ვიმყოფებით რაც წარმოადგენს ჩვენს ძლიერ გზავნილს, რომ გერმანია  მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე.  ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის შემუშავებაც, გერმანიის მხარდაჭერით განხორციელდა. ჩვენ ორმხრივად მხარს ვუჭერთ ერთმანეთს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი კარგად ვითარდება", - განაცხადა კარლ ლამერსმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში საქართველოსი ვიზიტად მყოფი გერმანელი და ფრანგი პარლამენტარები დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო.  საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე  ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა  ბოლო პერიოდში საქართველოს წარმატებაზე,  როგორც საგარეო პოლიტიკური მიღწევების, ისე ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მიმართულებით.  საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს. მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ და ფრანგ პარლამენტარებს საქართველოს დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.  კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოში ნატო-ს საპარლამენტო ასაბლეის გამართვის მნიშვნელობა.

თბილისი  26-29 მაისს ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას მასპინძლობს. სესიაში, რომელიც ოთხი დღე გაგრძელდება, 600-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის იქნება ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 300-ზე მეტი პარლამენტარი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics