04:15 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-27 15:30:16, 2779 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე დაწიეს

დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე დაწიეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ საფრთხის დონე კრიტიკულიდან მძიმემდე დაწია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტერაქტის მოწყობის საფრთხე ახლო მომავალში არ არსებობს.

გარდა ამისა, როგორც BBC წერს, ქალაქ მანჩესტერის ერთ-ერთ უბანში ხალხის ევაკუაცია მოხდა, რადგან სამართალდამცველები სპეცოპერაციას ატარებდნენ.

ტერეზა მეიმ დიდი შვიდიანის სამიტი დილით ადრე დატოვა და მთავრობის საგანგებო სხდომარე დასასწრებად ლონდონში დაბრუნდა.

მედიის ცნობით, მანჩესტერის ტერაქტის შემსრულებელთან სავარაუდო კავშირის გამო სულ 11 ადამიანია დაკავებული.  

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ISIS-მ აიღო. ტერაქტის ორგანიზატორის ვინაობა ცნობილია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics