|
2017-05-27 11:49:30, 1984 ნახვა
კომენტარი
პრეზიდენტი: დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ მიმავალ გზაზე უმნიშვნელოვანესი გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა
საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ. პრეზიდენტმა მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. "მეოთხედი საუკუნის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და ამითი მრავალი თაობის ქართველების ოცნება ავასრულეთ- მიზანი თითოეული მოქალაქის, ეცხოვრა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოში. დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოწვევაა, მათ შორის უმნიშვნელოვანესია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მიუხედავად სირთულეებისა, მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩვენ განუხრელად ვავითარებდით ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულ, დასავლურ ღირებულებებზე ორიენტირებულ, თავისუფალ სახელმწიფოს. ამ გზაზე ჩვენ მარტო არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით ჩვენს მეგობრებთან, თანამოაზრეებთან და ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად, ამ გზაზე ჩვენ მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი დიდი წარმატების და გამარჯვების საწინდარია დღევანდელი დღე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)