|
2017-05-27 11:34:33, 2003 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრემიერის განცხადებით, განიხილება ინიციატივა, რომელიც მოქალაქეობის დაბრუნების პროცედურების გამარტივებას გულისხმობს
„საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ვიხილავთ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღეს, აღარ უწევდეთ იმ რთული პროცედურის გავლა, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას სჭირდება“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ ინიციატივა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის და მას ამისთვის მადლობა გადაუხადა. „საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ჩვენ ვიხილავთ ინიციატივას, რომელიც სხვათაშორის ეკუთვნის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც აქ იმყოფება და მინდა მას მადლობა გადავუხადო ამისთვის, რათა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც მიიღეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, აღარ უწევდეთ იმ რთული პროცედურის გავლა, რომელიც სჭირდება საქართველოს მოქალაქეობის დაბრუნებას შემდგომში. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ ახალი საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში და ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლების აქტიურად დარჩენას საქართველოს ცხოვრებაში“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“, დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ იმართება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)