00:27 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 18:11:54, 1876 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე თბილისში მრავალფეროვანი პროგრამით აღინიშნა

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ  საზეიმო ღონისძიებებს მეუღლესთან და შვილთან ერთად დაესწრო. 

დავით ნარმანია ოჯახთან და თბილისის მთავრობის წევრებთან ერთად თბილისის მერიის მიერ ორგანიზებულ, ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე სხვადასხვა ინსტალაციით წარმოდგენილ  სივრცეს ესტუმრა, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სხვადასხვა უწყების მიერ წარმოდგენილი  სტენდები დაათვალიერა.

„განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. ამაღლებულ განწყობაზე ვართ, რადგან  ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს  ვზეიმობთ.  დღეს  რუსთაველის გამზირზე შეკრებილ ძალიან ბევრ ადამიანს საინტერესო და მრავალფეროვან  ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა მთელი დღის განმავლობაში ექნება. საზეიმო ღონისძიებების  პროგრამა საკმაოდ დატვირთულია, განსაკუთრებით აღსანიშნავია ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებული  უნიკალური სტენდები.  დარწმუნებული ვარ, დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს კარგად დაამახსოვრდება“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, თავისუფლების მოედანზე,  გაიმართა წვევამდელების სამხედრო ფიცის დადების ტრადიციული ცერემონია, რომელსაც   თბილისის მერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან   და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics