00:28 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 18:09:49, 1828 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მონაწილეობა რუსთაველის გამზირზე სახალხო სეირნობაში მიიღეს. თავდაცვის მინისტრი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შვილთან ერთად იმყოფებოდა. 

ლევან იზორიამ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ტექნიკის გამოფენა დაათვალიერა. ქვეყნის მთავარ ღონისძიებაზე მყოფ საზოგადოებას მინისტრთან გასაუბრების, ასევე სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება მიეცა. ლევან იზორია სახელმწიფო უწყებების მიერ რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სივრცეებსაც ესტუმრა.

ასევე, გასართობ, შემეცნებით, საბავშვო, საქველმოქმედო და სპორტულ ღონისძიებებს გაეცნო. წელს, დამოუკიდებლობის დღე, შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „ვეფხისტყაოსნის“ თემატიკას მიეძღვნა და ღონისძიების მთავარი ლოზუნგი იყო - „მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ“.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics