2015-04-16 11:26:42, 454 ნახვა
სამართალი
პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო დახმარების მძღოლი სცემეს
რეფერალურ საავადმყოფოსთან პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო დახმარების მძღოლი სცემეს.
სასწრაფოს მანქანას საავდმყოფოში გოგონა გადაჰყავდა, რომელსაც მუცლის ტკივილი აღენიშნებოდა.
პაციენტის ოჯახის წევრებმა, რომლებიც სასწრაფოს ავტომობილს უკან მოჰყვებოდნენ, საავადმყოფოსთან მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, ამჟამად კი მკურნალობას სახლში გადის.
როგორც ცნობილია, პაციენტის ოჯახის წევრები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან