|
2017-05-26 13:34:59, 2259 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პრემიერი: საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანაა და ამ უდიდეს მონაპოვარს არაფრის ფასად არ დათმობს
დღეს საქართველო თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანაა და არაფრის ფასად არ დათმობს ამ უდიდეს მონაპოვარს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, წელს დამოუკიდებლობის დღე გამორჩეულია იმით, რომ შოთა რუსთაველს და მის უკვდავ ვეფხისტყაოსანს ეძღვნება. „ჩვენ მსოფლიოს უდიდესი საგანძურის პატრონი ერი ვართ და როგორც რუსთაველის შთამომავლები, ვალდებული ვართ ვუერთგულოთ და ვუცხოვროთ იმ ღირებულებებით, რომელიც 850 წელს ითვლის. ალბათ ამიტომაცაა, რომ ქართველი კაცის გაუტეხელობამ, ღირსებამ, სიმამაცემ, თავგანწირვამ და რაინდობამ სამშობლო შეგვინარჩუნა“, - აღნიშნა პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილმა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირები გაიხსენა და აღნიშნა, რომ დღეს მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც საქართველოს გააერთიანებს. „დღევანდელ დღეს, მინდა ქედი მოვიხარო სამშობლოსთვის თავდადებული გმირების უკვდავი სულების წინაშე და პატივი მივაგო საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. დღეს ქვეყანას ჩვენგან თავდადება ისევ სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ, კიდევ უფრო განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ ჩვენი მრავალეროვანი ქართული სახელმწიფო. დღეს მშვიდობიანი და თანმიმდევრული პოლიტიკაა ის იარაღი, რომელიც გააერთიანებს ჩვენს სამშობლოს და დაგვიბრუნებს აფხაზ და ოს ძმებს. დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომლის მოქალაქეებსაც ევროპამ ფართოდ გაუღო კარები და მე მჯერა, რომ სულ მალე დადგება დრო, როდესაც თანამედროვე და დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში. მე მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას ნათელი მომავალი აქვს. ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ, დემოკრატიულ და ძლიერ ქვეყანას. ჩვენ აუცილებლად ვიამაყებთ ჩვენი ერთიანი სამშობლოთი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)