|
2017-05-26 13:26:51, 1998 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
პრეზიდენტი: მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით
მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. პრეზიდენტმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან და შვილთან, ანა მარგველაშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე გაისეირნა და მოქალაქეებთან ერთად ფოტოებიც გადაიღო. „ძალიან მიყვარს ეს დღე და მიყვარს, როდესაც ყველა ერთად ვზეიმობთ. საერთოდ მიყვარს როდესაც არის დღესასწაული და არ არის ჩვენს შორის განსხვავება. ყველას ერთად გვიხარია. მახსოვს, რამდენად შორს ჩანდა ეს დღე თუნდაც 27-30 წლის წინ, რამდენად რთულ ვითარებაში ვიყავით და მაშინ მოხდა ეს გარდატეხა. მე ვიხსენებ იმ ადამიანებს, ვისაც ასე ძალიან უხაროდა მაშინაც ეს დღე და დღესაც, როდესაც ყველანი ერთად ვართ ერთი ემოციით გაერთიანებულები. ძალიან მიხარია, ყველას გილოცავთ ღმერთი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)