|
2017-05-26 12:30:37, 2101 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
პაოლო ალი: რუსეთი ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას და ჩვენ მსჯელობთ ამ საერთო საფრთხეზე
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალის განცხადებით, რუსეთი ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად მსჯელობს ამ საკითხზე. როგორც პაოლო ალიმ, პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან და ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „პროპაგანდა ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ რუსე/ტის ფედერაცია ძალიან ძლიერად იყენებს პროპაგანდას არა მხოლოდ ამ რეგიონში, ბალკანეთში, უკრაინაში, მოლდოვეთთან და სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ჩვენ ვიცით, რომ არის დიდი ზეგავლენა რუსეთის ფედერაციის მხრიდან, თუ გნებავთ ევროპარლამენტებზე. პროპაგანდა ზემოქმედებას ახდენს ძირითადად უფრო იმ ქვეყნებზე, რომლებიც ახლოს არიან რუსეთთან, მაგრამ ეს საერთო, ზოგადი საფრთხეა. ნატო და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა მუდმივად ბჭობენ ამ საკითხზე. ჩვენს პარლამენტებში, ნატოს წევრი ქვეყნების პარლამენტში, ჩვენს პარტნიორ დამკვირვებელი ქვეყნების პარლამენტში ვბჭობთ ამ საკითხზე. ეს არაა მხოლოდ სამხედრო საფრთხე, კიბერ საფრთხეები, ეს საერთო საფრთხეს და მუქარას წარმოადგენს“,-აღნიშნა პაოლო ალიმ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)