00:24 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 20:19:43, 2355 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის შეფასებით, ნატო-ს ერთ-ერთი საფრთხე რუსეთია

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო-ს ძირითად საფრთხეებად ტერორიზმი, მიგრაცია და რუსეთის მხრიდან განხორციელებული ქმედებები დაასახელა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.

"მომავლის ნატო უნდა იყოს კონცენტრირებული ტერორიზმზე და მიგრაციაზე, ასევე საფრთხეებზე რუსეთის მხრიდან", - განაცხადა ტრამპმა ბრიუსელში ნატო-ს შტაბ ბინაში.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა ნატო-ს წევრებს მოუწოდა ალიანსის წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებები შეასრულონ. ამასთან, ტრამპმა ტერორიზმზეც გაამახვილა ყურადღება.

მისივე თქმით, 23 წევრი ქვეყნიდან 22 თავდაცვის საფასურს არ იხდის, რაც ამერიკის მიმართ "არასამართლიანია".

"თუ ყველა წევრი თანაბრად შემოიტანს თავდაცვის საფასურს, ნატო უფრო ძლიერი იქნება, განსაკუთრებით ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით", - დასძინა მან.

დონალდ ტრამპმა მწუხარება გამოთქვა მანჩესტერი მომხდარი ტერაქტის გამო, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics