|
2017-05-25 16:47:29, 1371 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გურიაში აღნიშნავს
იუსტიციის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სპეციალური პროგრამით გურიაში აღნიშნავს. იუსტიციის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების პავილიონი ოზურგეთში იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოეწყობა. წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მთავარი თემა შოთა რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანია". იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით სპეციალურად აშენებულ „ვეფხისტყაოსნის" ქალაქში მოეწყობა 16 მარცვლიანი შაირით დაწერილი „ვეფხისტყაოსნის"–ის 16 კუთხე, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება, პოემის თემატიკაზე შემეცნებით-გასართობ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა. იუსტიციის სისტემის სსიპ-ების აქტივობები კუთხეებთან დაიგეგმა თემატურად − სსიპ-ების საქმიანობასა და პოემასთან შესატყვისად. მაგალითად, ნოტარიუსთა პალატის სტენდთან მოთამაშეს ავთანდილის ანდერძის გაშიფვრა მოუწევს. ასევე, „ვეფხისტყაოსნის" ქალაქში გელით შემდეგი გასართობ-შემეცნებითი თამაშები: აღმოაჩინე ახალი; ამოხსენი „ვეფხისტყაოსნის" „ალგორითმი"; ინადირე; აღმოაჩინე განძი; გამოიცანი „ვეფხისტყაოსნის" სხვადასხვა ეპიზოდი; ააწყვე „ვეფხისტყაოსნის" ცნობილი სცენა ფაზლებით; აფორიზმობანა; „ლეკვი ლომისა სწორია"; მიუჩინე „ვეფხისტყაოსნის" 7 სამეფოს თავისი ადგილი; ლაბირინთი და ბევრი სხვა. თითოეულ კუთხესთან გამარჯვებული სიმბოლურ საჩუქრებს მიიღებს. ყველა თამაშის გამარჯვებულს კი ელის სიურპრიზი. აღნიშნული აქტივობების გარდა, იუსტიციის ქალაქში ცალკე პროგრამა ელით ბავშვებს. გარდა ამისა, ყველა წყვილი, ვინც 26 მაისს ხელს მოაწერს, მიიღებს ქორწინების განსხვავებულ მოწმობას. მოწმობის ყდის პირველ გვერდზე დატანილი იქნება წარწერა „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია!" მე რუსთაველის ქვეყნიდან ვარ!" ამ ტექსტის ქვემოთ კი − „ქორწინება დარეგისტრირდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს". ამავე დღეს, იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი გამართავს საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველი საარქივო მასალები. წელს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებებს სამინისტროები სხვადასხვა ქალაქში მართავენ. ინიციატივით, და მადლობა მინდა გადავუხადო ლევანს, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამით, რომელიც ითვალისწინებს მთიან რეგიონებში კოოპერატივების შექმნის შემთხვევაში მთელ რიგ დახმარებებს სახელმწიფოს მხრიდან. ეს იქნება დახმარებათა პაკეტი - ტექნიკისა და სათიბ-საძოვრების გადაცემა იმისათვის, რომ მეცხოველეობის განვითარებას შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე. ახალი პროგრამის ფარგლებში, რაციონალურად და სწორად მოხდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების გამოყენება. ამ მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც პროგრამაში ჩაერთვებიან, იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და შესაბამისი აღჭურვილობა - ტრაქტორები, სათიბები, მოთიბული მასის ამკრებ-დამწნეხები და სხვა საჭირო ინვენტარი. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელმაც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყოს ხელი. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ერთობლივი ქართულ-შვეიცარიული კომპანიის „ბლაუენშტაინი“ წარმატებული საქმიანობის მაგალითის გათვალისწინებით, ქვეყნის 24 მუნიციპალიტეტში მეცხოველეობის განვითარების ხელშეწყობა აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მოხდება. მიგვაჩნია, რომ სწორედ ასეთი ტიპის ფინანსური მხარდაჭერაა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერების რეალურ პერსპექტივაზე გათვლილი აქტივობა“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. პროგრამის გეოგრაფიული არეალი მოიცავს 24 მუნიციპალიტეტის - წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ადიგენის, ასპინძის, ახალციხის, ახალქალაქის, ბორჯომის, ნინოწმინდის, ყაზბეგის, თიანეთის, დუშეთის, გორის, ქარელის, ახმეტის, ხარაგაულის, საჩხერის, ჭიათურის, ჩოხატაურის, ამბროლაურის, ცაგერის, ლენტეხის, მესტიის, ხულოს - იმ დასახლებებს, რომლებზედაც ვრცელდება „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილება. ერთ მუნიციპალიტეტში მოხდება მხოლოდ ერთი პროექტის განხორციელება. პროგრამის ფარგლებში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში, გადამამუშავებელი სიმძლავრეების შექმნის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო ააშენებს რძის გადამამუშავებელ საწარმოს და სრულად აღჭურავს მას.
(NS)
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)