2017-05-25 16:44:21, 1754 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საგზაო სამუშაოები 10 მისამართზე უკვე განხორციელდა, 5 მისამართზე კი ამ დროისთვის მიმდინარეობს.
გარდა საგზაო სამუშაოებისა, სამგორის რაიონში, 4 მისამართზე საკანალიზაციო ქსელი მოეწყო, 6 მისამართზე კი სანიაღვრე სისტემა წესრიგდება.
რაიონში, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, საბავშვო სკვერების მოწყობის სამუშაოებიც ჩატარდა. ამ დროისთვის კი სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან