10:31 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 13:37:24, 1951 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დოლიძე: ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ MAP-ის გარეშე ნატო-ში ჯერ არც ერთი ქვეყანა შესულა

„ნუ ავიღებთ იდეაფიქსად და აპრიორად იმას, რომ MAP-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა  შესულა ნატო-ში“, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

თუმცა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მაპ-ი ჯერჯერობით კვლავ რჩება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისა, რომ ქვეყანა  ნატო-ში გაწევრიანდეს:

„ვფიქრობ, მექანიზმებთან და საერთოდ დროსთან დაკავშირებით მაინც და მაინც არ უნდა გავამახვილოთ ყურადღება გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც ნატო-ში, მათ შორის, უელსისა და ვარშავის სამიტებზე, არაერთხელ ითქვა საბოლოო კომუნიკეში, რომ საქართველოს გააჩნია ყველა ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, ამიტომ, ის, რომ მაპ-ის გარეშე ჯერჯერობით არც ერთი ქვეყანა არ შესულა ნატო-ში, მოდით, ნუ ავიღებთ ამას იდეაფიქსად და აპრიორად. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ მაპ-ი ჯერჯერობით კვლავ რჩება ძალიან მნიშვნელოვან ინსტრუმენტად იმისა, რომ ქვეყანა გაწევრიანდეს ნატო-ში. თავსებადობის გაზრდა ნატო-ს სტანდარტებთან, ისევე როგორც შესაძლებლობების და თავდაცვისუნარიანობის გაზრდა,  არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და  გარანტი ჩვენი მშვიდობისა და თავდაცვისუნარიანობის“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics