22:56 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 13:18:56, 1591 ნახვა

საზოგადოება
N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონები ესტუმრნენ

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას დღეს ძალოსნობაში ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები ესტუმრნენ.

ქალ მსჯავრდებულებთან შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, ძალოსანთა ეროვნული ფედერაციისა და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების მხარდაჭერით  შედგა.

 სტუმრებს  შორის იყვნენ:  ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, 2016 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე, ევროპის ჩემპიონი ირაკლი თურმანიძე, ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელი დავით ყალიჩავა, თბილისის მერის მრჩეველი კახაბერ ცეცხლაძე და ძალოსნობის  ქალთა ეროვნული ნაკრების წევრები.

სტუმრებმა ქალი მსჯავრდებულებისთვის სპორტული ვიქტორინა გამართეს და გამარჯვებულებს საჩუქრად სპორტული ინვენტარი და მუსიკალური ინსტრუმენტები თავიანთი ხელმოწერებით გადასცეს.  ქალთა ეროვნული ნაკრების წევრებმა თათია ლორთქიფანიძემ და სოფო მუკათარიძემ კი სპორტულ-საჩვენებელი გამოსვლაც შესთავაზეს მსჯავრდებულებს.

ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა  და 3-გზის ოლიმპიურმა  ჩემპიონმა კახი კახიაშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მსჯავრდებულებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა სამინისტროს იმისთვის, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ქალ მსჯავრდებულებთან ერთად გაგვეზიარებინა ტკივილიც, სიხარულიც და გამარჯვებაც. ჩვენ ჩავატარეთ ვიქტორინა, რომელშიც ქალბატონებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის შეხვედრები რეგულარულად უნდა ტარდებოდეს, რაც ყოველმხრივ დადებითად აისახება როგორც მსჯავრდებულებზე, ასევე ჩვენზეც. აქედან დადებითი ემოციებით მივდივართ,“-განაცხადა კახი კახიაშვილმა.

ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის განცხადებით, მისთვის საინტერესო იყო, თუ რა ვითარება დახვდებოდა N5 ქალთა დაწესებულებაში.

„თავდაპირველად მსურს ყევლა მათგანს თავისუფლება და სწორი გზით ცხოვრება ვუსურვო. ჩვენი ვიზიტი სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ მოვუწოდოთ. შევეცადეთ ქალბატონები გაგვეხარებინა. მომავალშიც მივესალმები მსგავს ღონისძიებებს,“- განაცხადა ლაშა ტალახაძემ.

საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოებისა და სტუდია „გუთნის“ წარმომადგენლის დავით ყალიჩავას განცხადებით, კოლეგებთან ერთად ის  ხშირად სტუმრობს პენიტენციურ დაწესებულებას.

„სტუდია „გუთანი“ და საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოება 11 თვეში დაახლოებით 20-ჯერ ვიყავით დაწესებულებაში და მსჯავრდებულებს ეროვნულ-მართლმადიდებლურ ფილმებს ვაჩვენებდით. აღნიშნული იდეა ძალოსანთა ფედერაციის პრეზიდენტ კახი კახიაშვილთან ერთად დაიბადა. ვიმედოვნებ მიმდინარე წლის განმავლობაში არა მარტო ძალოსანი, არამედ ყველა სახეობის ოლიმპიელები შემოვლენ და შეხვდებიან მსჯავრდებულებს,“-განაცხადა დავით ყალიჩავამ.

დღესვე, სპორტსმენების დახმარებით N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას პიანინო გადაეცა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics