|
2017-05-25 12:48:03, 2015 ნახვა
სამართალი კომენტარი
აგულაშვილი თორდია-ფარცხალაძის საქმეზე: კითხვებზე რაც შეიძლება მაქსიმალურად პასუხის გაცემა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევაა
„გამოძიების ღიად, გამჭვირვალედ ჩატარება, რაც შეიძლება მეტი ნდობა, დამაჯერებლობა ამ პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან, არსებულ კითხვებზე რაც შეიძლება მაქსიმალურად პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისათვის ერთგვარი გამოწვევა“,-ასე გამოეხმაურა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ე.წ. თორდია-ფარცხალაძის საქმეს. მისივე თქმით, საქართველოში არ არსებობს ადამიანები, მათი სტატუსის მიუხედავად, ვისაც რაიმე ინდულგენცია ექნება: „თავისთავად ცხადია, გამოძიების ღიად, გამჭვირვალედ ჩატარება, რაც შეიძლება მეტი ნდობა, მეტი დამაჯერებლობა ამ პროცესისადმი საზოგადოების მხრიდან, არსებულ კითხვებზე რაც შეიძლება მაქსიმალურად პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, უაღრესად მნიშვნელოვანი კიარა, ერთგვარი გამოწვევაა ხელისუფლებისათვის და ამავე დროს უნდა ითქვას ისიც, რომ არ არიან ამ ქვეყანაში ადამიანები, არც ფიზიკური პირები და არც იურიდიული პირები, ვისაც რაიმე ინდულგენცია ექნება. ვინც არ უდნა იყოს ეს, სადაც არ უნდა მუშაობდეს, მუშაობდა, იმუშავებს, არ ვიცი, რომელ რელიგიურ მიმდინარეობასაც არ უნდა წარმოადგენდეს, თუ პოლიტიკური შეხედულებებს. კანონი ყველასთვის ერთია და ამან უნდა იმუშაოს ყველასთვის. ღრმად ვარ დარწმუნებული, რადგან ვიცი მთავრობის დამოკიდებულება, ვიცი პარლამენტში უმრავლესობის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, რომ ეს პროცესი ასე დასრულდება კიდეც“,-განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)