|
2017-05-25 12:29:14, 1749 ნახვა
პოლიტიკა
დავით სერგეენკომ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა
საქათველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. „ისეთ შემთხვევაში, თუ ამა თუ იმ კომპანიას შესაბამისი სპეციალისტი არ ეყოლება, მათ ეძლევათ როგორც უფლება, ასევე ვალდებულება, რომ ასეთი სპეციალისტი, სანამ თვითონ მოამზადებენ, იქირაონ სხვა კომპანიებიდან და ამისი რესურსი არსებობს. გარდა ამისა, განისაზღვრა და მოწესრიგდა გეგმიური და არაგეგმიური შემოწმებების გრაფიკი, რომელსაც განახორციელებს შრომის ინსპექცია. თუკი მაგალითად, გეგმიური შემოწმებების გრაფიკში შრომის ინსპექციას შეუძლია შევიდეს საწარმოში წინასწარი გაფრთხილების გარეშე, შეეძლება, რომ შევიდეს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც იქნება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამა თუ იმ საწარმოში, ამა თუ იმ უბანზე არის მაღალი რისკები. შრომის ინსპექციას შეეძლება, არაგეგმიურად შევიდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაშიც გაწერილია და მოწესრიგებულია ის პროცედურები, რომელმაც ერთის მხრივ მაქსიმალური მოქნილობა უნდა მისცეს მას, ვინც აკონტროლებს უსაფრთხოებას, ხოლო მეორეს მხრივ, არ უნდა შეუქმნას დამატებითი ბარიერები თვითონ დამსაქმებლებს. ეს კანონი, რომელიც რამოდენიმე საკვანძო საკითხს მოიცავს, და რომელიც თავისი შინაარსით ახალია, ასევე დაკავშირებულია უკვე მოქმედ რეგულატურულ აქტებთან და კანონებთან, რომელში ცვლილებებიც საჭიროა. ისეთი, როგორიცაა მაგალითად სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ, ისევე როგორც არის პროდუქტის უსაფრთხოების კოდექსი, ისევე როგორიც არის ადმინისტრაციული დარღვევების კოდექსი, რომელშიც ჩნდება ჩანაწერები და დაზუსტებები, რომლებიც ხელს შეუწყობს და ქმედითს გახდის ამ კანონის ამოქმედებას. განსაზღვრულია სამუშაოზე მიღებული დაზიანება. ეს არა მხოლოდ სიცოცხლის დაზღვევაა, სამუშაოზე მიღებული ზოგადად უბედური შემთხვევებისგან დაზღვევა და ასევე მკაფიოდ არის განსაზღვრული, ამ დაზიანებების სიმძიმის დეფინიცია, თუ რა ხნის განმავლობაში იწვევს შრომის უუნარობას და შესაბამისად მოექცა გარკვეულ ლოგიკურ ჩარჩოში“,-განმარტა მინისტრმა და დასძინა, რომ მთავარი ლეიტმოტივი ამ კანონის არის ის, რომ სამუშაო ადგილებზე ძალიან ცალსახად და მკაფიოდ იყოს განსაზღვრული პასუხისმგებლობები, შექმნილი იყოს მექანიზმები, რომლებიც მოახდენენ პრევენციას სამუშაო პირობით მიღებული დაზიანების. „ ასევე გაწერილია შესაბამისი სანქციების და რეაგირების გარკვეული მოდული. თუკი მთავრობის სხდომაზე ამ კანონპროექტზე გვექნება თანხმობა, უახლოეს პერიოდში გადაიგზავნება პარლამენტში შესაბამისი პროცედურებისთვის“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა მიმოიხილა ის საქმიანობა, რაც წინ უძღოდა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონპროექტის მიღებას: „2013 წლის დასაწყისში მიღებულ იქნა ახალი შრომის კოდექსი . შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში ფუძნდება სამმხრივი კომისია. ამის შემდეგ ყალიბდება შრომითი ინსპექციის სამსახური, თითქმის პარალელურად ყალიბდება შრომითი მედიაციის სამსახური და გარდა საკუთრივ ამ კანონის მიღების საჭიროებისა, რაც რეალობიდან ჩანს, ასეთი ტიპის კანონების და კანონქვემდებარე აქტების დახვეწა არის ერთ-ერთი ჩვენი ვალდებულება. რაც შეეხება ამ კონკრეტულ კანონს, მასზე მუშაობა წლინახევრის წინ დაიწყო“,-განაცხადა სერგეენკომ. მისივე თქმით, კანონის ამოქმედება 2018 წელს უნდა მომხდარიყო, თუმცა კონსულტაციების შესახებ გადაწყდა, რომ ცვლილებები დასამტკიცებლად პარლამენტს მიმდინარე წელს წარედგინება.
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
ფორმულა: ოცნება კვიპროსში ევროკავშირის გაფართოების მინისტერიალზე არ მიიწვიეს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)