|
2017-05-25 11:36:18, 1983 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
პრემიერი: „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა, რაც პირველი პრეცედენტია
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე 500 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. კვირიკაშვილის თქმით, არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს საერთაშორისო ბაზრებზე ყიდის. პრემიერმა „საქართველოს ბანკს“ მადლობა გადაუხადა: „ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ჩვენი ქვეყნის და საფინანსო სექტორის, მაგრამ მთლიანად ქვეყნის, რომ „საქართველოს ბანკმა“ საერთაშორისო ბაზრებზე განათავსა 500 მილიონი ლარის ობლიგაციები, ანუ მოიზიდა 500 მილიონი ლარი საერთაშორისო ბაზრებზე. ეს არის პირველი პრეცედენტი, როდესაც საქართველოს საფინანსო ინსტიტუტი ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს ყიდის საერთაშორისო ბაზრებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ინვესტორები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ახდენენ ინვესტირებას, ენდობიან ეროვნულ ვალუტას, ეს არის 3 წლიანი ობლიგაციები11%-ის შემოსავლიანობით და ეს იქნება უმნიშვნელოვანესი წინ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან დაფიქსირდა საერთაშორისო ბაზარზე პირველად ისტორიაში ეროვნულ ვალუტაში დენომინირებული ობლიგაცია. ეს კიდევ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის ურისკო განაკვეთი, ანუ ის განაკვეთი, რითაც მთავრობა სესხულობს, კიდევ უფრო დაბალი იქნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საერთაშორისო ინვესტორები ენდობიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ეროვნულ ვალუტას. ნამდვილად დიდი მოვლენაა და მინდა, ყველას მივულოცო და მადლობა გადავუხადო „საქართველოს ბანკს“ ამ უდიდესი წარმატებისთვის . 500 მილიონი ლარის რესურსი, იქნება მიმართული ჩვენი ქვეყნის ბიზნესის, საწარმოების, მეწარმეთა დაფინანსებისთვის, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ინექცია საქართველოს ეკონომიკაში, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თანხის მოზიდვა არ მოხდა უცხოურ ვალუტაში, მოხდა ეროვნულ ვალუტაში, ანუ ინვესტორმა, რომელიც ყიდულობს ამ ობლიგაციას, იცის, რომ მას გადაუხდიან ლარში იმ ვალს, რომელსაც მოიზიდავს დღეს „საქართველოს ბანკი“. ანუ, ის ენდობა ეროვნულ ვალუტას და ენდობა საქართველოს იმ კურსს, რომელსაც დღეს ჩვენი ქვეყანა ახორციელებს. ეს არის ქვეყნის ნდობა, წინ გადადგმული ნაბიჯი და გილოცავთ, ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)