|
2017-05-24 15:19:42, 2173 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
„თბილისში დაგეგმილი ნატო-ს ასამბლეის სხდომა მიუთითებს, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან“
ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თბილისში დაგეგმილი საპარლამენტო ასამბლეის სხდომა მიუთითებს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე და იმაზე, თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი არსებობს საქართველოსთან. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის ელოდება, რომ ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები ალიანსის პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ, მათ შორის საქართველოზე. სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. გენერალურმა მდივანმა საქართველოსთან სხვადასხვა დონეზე თანამშრომლობის ფორმატებს ხაზი გაუსვა. „მე ველოდები, რომ მოკავშირეები ჩვენი პარტნიორების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ და მათ შორის საქართველოზე. საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა. გვაქვს არსებითი პაკეტი, წვრთნისა და შეფასების ცენტრი, წვრთნები, ტრენინგები. მე თავად ვიმყოფებოდი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად. საქართველოში და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ეწვევა საქართველოს რამდენიმე დღეში. გენმდივნის მოადგილე იქნება პარლამენტარებთან ერთად თბილისში. ეს მიუთითებს ჩვენს თანამშრომლობაზე, კონტაქტებზე და თუ რა დონის პოლიტიკური დიალოგი გვაქვს საქართველოსთან და ასევე, რა პრაქტიკულ მხარდაჭერას ვუცხადებთ. საქართველო მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია მისიებსა და ოპერაციებში. ჩვენ ამ წვლილის გამო საქართველოს მადლიერი ვართ“, - აღნიშნა გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ბრიუსელში ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერების შეხვედრის წინ გამართა. ნატო-ს გენერალური მდივნის განმარტებით, ღია კარის პოლიტიკის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია. „რა გადაწყვეტილებაც მივიღეთ ღია კარის პოლიტიკის შესახებ, ძალაშია, მათ შორის ის გადაწყვეტილებაც, რაც საქართველოს შესახებ მივიღეთ ვარშავაში. ბრიუსელის შეხვედრაც ადასტურებს, რომ ნატო-ს კარი ღიაა. ჩვენ ველოდებით მონტენეგროს. 28 წევრი ქვეყნის პარლამენტმა მონტენეგროს ორგანიზაციაში მიღების საკითხის რატიფიკაცია მოახდინა. ამით დავადასტურეთ, რომ ნატოს კარი ღიაა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თმით, ნატო აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას, რათა რეფორმების გატარებაში დაეხმაროს. ინფორმაციას "მოამბე" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)