10:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 12:40:02, 1755 ნახვა

კომენტარი
კალაძე: კვლავ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ინტერ რაოსთან“ და ყაზახურ მხარესთან, შესაძლოა დავები შეწყდეს

ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კომპანია „ინტერ რაოს“ მიერ საქართველოს მთავრობასთან დაწყებულ დავას გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, კვლავ მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც „ინტერ რაოსთან“, ასევე ყაზახურ მხარესთან.  კალაძე არ გამორიცხავს, რომ დავები შეწყდეს.

„ჩვენ ვაწარმოებთ ისევ მოლაპარაკებებს როგორც „ინტერ რაოსთან“, ასევე ყაზახურ მხარესთან და ვნახოთ, შეიძლება  მოხდეს ისე, რომ დავები შეწყდეს.

ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მივესალმებოდით ყაზახური მხარის დაბრუნებას მენეჯმენტში, მართვაში, თუმცა  მათ ეს გადაწყვეტილება ვერ მიიღეს თუ არ მიიღეს, გამიჭირდება  ამაზე პასუხის გაცემა და ჩვეულებრივ გრძელდება მოლაპარაკება“,-განაცხადა კახი კალაძემ.

შეგახსენებთ, ყაზახური მედიის ინფორმაციით, "ყაზტრანსგაზმა" საარბიტრაჟო სასამართლოში "ყაზტრანსგაზ თბილისის" დასაბრუნებლად სარჩელი შეიტანა.

მათივე ცნობით, კომპანიამ  საქართველოში შვილობილის გაყიდვა ვერ შეძლო, ამიტომ მის დაბრუნებას ითხოვს.

 "ყაზტრანსგაზმა" "ყაზტრანსგაზ თბილისზე" კონტროლი 2009 წელს დაკარგა. როგორც ცნობილია,  საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ მათ ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიმართ 40 მილიონი დოლარის ვალი ჰქონდათ.

საქართველოსთან საარბიტრაჟო დავას  ლარის გაუფასურებით მიღებული დანაკარგის კომპენსირების მიზნით   Интер РАО-ც გეგმავდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics