19:45 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 12:33:11, 1877 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება: კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავი შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გონაძის განცხადებით, კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს.

როგორც გონაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, კონგოში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.

"სამწუხაროდ შესაძლოა მათ რიცხვში იოსებ ოსურაულიც იყოს. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ ყველა მხარეს კონგოს, გაერო-ს, წითელ ჯვარს ფაქტის დადასტურება ვთხოვეთ. დღეისათვის დასტური არცერთი მხარისგან არ გვაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობის მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენეთ. ოსურაულის დასახსნელად საქართველოს ელჩი რეგიონში იმყოფებოდა და ყველა მხარესთან კონსულტაციები იმართებოდა, მაგრამ სიტუაციას ადგილზე შექმნილი მდგომარეობა ართულებდა, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მოქალაქის ბედ-იღბლის გარკვევას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ. კონგოში ამბოხებული ჯგუფის, M 23-ის ტყვეობაში ოსურაულის მოხვედრის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე საქართველოს ხელისუფლება მის დასახსნელად და სამშობლოში დასაბრუნებლად ყველა ღონეს ხმარობს. ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობის მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯის შესახებ ოჯახი ინფორმირებულია“, - აღნიშნა ზვიად გონაძემ. 

ამასთან, საგარეო მინისტრის მოადგილემ საქართველოს ყველა მოქალაქეს ურჩევს მაქსიმალური უკიდურესობის გარდა, კონგოს რესპუბლიკაში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ, ხოლო ადგილზე მყოფ ქართველებს მოუწოდებს, კონგოს რესპუბლიკა დაუყოვნებლივ დატოვონ.

შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს კონგოში ადგილობრივმა მეამბოხეებმა ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ტყვედ აიყვანეს. მათ სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი ჩამოაგდეს, ერთ-ერთს სწორედ ოსურაული მართავდა. სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე ამბობს, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის არც 1 და არც 50 თეთრი არ ენანება, თუმცა ფარმაცევტულ მაფიაზე მტკიცებულებების გარეშე საუბრობს
მაკა ბოჭორიშვილი: უკრაინასთან ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - მთელი გულით და გონებით მიხარია სომხეთის ასეთი გარღვევა
კობახიძემ ერევანში სააკაშვილი და ოპოზიციის ალიანსი გალანძღა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics