|
2017-05-24 12:08:37, 2184 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კალაძე: პრემიერის, ჩემი და მთავრობის წევრების პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს
ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით, პრემიერის, მისი და მთავრობის წევრების პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები უცხოელებზე არ უნდა გასხვისდეს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი ამ საკითხზე მიიღებს, ალბათ, კონსტიტუციაში აისახება: „ზოგადად, ამასთან დაკავშირებით ძალიან დიდი აურზაური იყო. არ ისმენდნენ კონკრეტულად თუნდაც კობახიძის განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მოგახსენებთ ზოგადად მთავრობის მეთაურის პოზიციას და ასევე ჩემს პოზიციას სასოფლო-სამეურნეო მიწებთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიციაა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოლებზე არ უნდა გასხვისდეს. ეს არის როგორც პრემიერის, ისე ჩემი და მთავრობის წევრების პიზიცია. შესაბამისად, პარლამენტში ამაზე მსჯელობენ და გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ იქნება მიღებული. ალბათ, კონსტიტუციაში აისახება“,-აღნიშნა კახი კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)