|
2017-05-24 11:27:19, 2172 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
დევიდ მაკალისტერი: საქართველოს წარმომადგენლებს მოვუწოდე, ვენეციის კომისიის ექსპერტების რჩევები გაითვალისწინონ
მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ინტენსიურ კონსულტაციებს იღებენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისაგან, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მაკალისტერმა აღნიშნა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციებს იღებს ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისგან. "ჩვენ ვიცით, რომ სრულყოფილი სისტემა არ არსებობს, აქედან გამომდინარე ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველოს მთავრობა ინტენსიურ კონსულტაციებს იღებენ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებისაგან ამ ცვლილებების განხორციელების პროცესში, ჩვენ მხარს ვუჭერთ ფართო კონსულტაციებს სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციასთან, რადგან ძირეულ ცვლილებას ჰქონდეს წარმატება ქვეყანაში. ჩვენი შეხვედრებისას საქართველოს წარმომადგენლებს მოვუწოდე გაითვალისწინონ ვენეციის კომისიის ექსპერტების რჩევები, რადგან ისინი არიან ამ სფეროს ექსპერტები", - განაცხადა ევროპარლამენტარმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)