13:39 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 17:02:30, 1662 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს თანამშრომლებმა ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს 4 მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკრაინის ქალაქ ლუცკში, ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს და ოქროს  4 მედლით დაბრუნდნენ.

გამარჯვებულ  სპორტსმენებს აეროპორტში შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტისა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები დახვდნენ.

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელმა, შალვა ბებიაშვილმა ძალისმიერი სამჭიდის  MPF/- დივიზიონის (MILLITARY, POLECE AND FIRE) 125 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში, სამჭიდის ყველაზე გავრცელებულ ორ სახეობაში – წოლჭიმსა და შტანგის ამოწევაში წარმატებით იასპარეზა და ოქროს 2 მედალი მოიპოვა. მან წოლჭიმში მაქსიმალური - 180 კგ, ხოლო შტანგის ამოწევაში კი 265 კგ დაძლია და მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა მესამე სამმართველოს პირველი განყოფილების მესამე ქვეგანყოფილების ინსპექტორმა, პოლიციის უფროსმა ლეიტენანტმა ილია ქოჩიაშვილმაც ოქროს 2 მედალი მოიპოვა. მან 100 კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში იასპარეზა და ოქროს მედლები ძალისმიერ სამჭიდში და ძალისმიერი სამჭიდის ცალკეულ მოძრაობებში მიიღო.
ძალისმიერი სპორტის ევროპის ჩემპიონატი ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების მიერ იყო ორგანიზებული და მასში 18 ქვეყნის 415 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, 9 ქართველმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics