03:32 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 15:10:33, 2493 ნახვა

მსოფლიო
მანჩესტერის ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს

მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან კავშირის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, მამაკაცი მანჩესტერის სამხრეთ ნაწილში დააკავეს. 

„შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ გასულ ღამეს მანჩესტერ არენასთან მომხდარ აფეთქებასთან კავშირის ბრალდებით, 23 წლის მამაკაცი სამხრეთ მანჩესტერში დავაკავეთ“, - აღნიშნულია მანჩესტერის პოლიციის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა საფრანგეთში მომხდარ პოგრომებთან რუსეთის კავშირის ძიება დაიწყო
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics