|
2017-05-23 14:40:38, 2196 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ბინალი ილდირიმი: თურქეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, მომავალში ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. როგორც მან ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, თურქეთი გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდაჭერას. „ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანმშრომლობაზე. ეკონომიკურ სფეროში თურქეთი პირველი კომერციული პარტნიორია საქართველოსი. ვფიქრობთ, მომავალში სავაჭრო ტვირთბრუნვა გაორმაგდება. თურქეთი გააგრძელებს ორი ძირითადი პრინციპის მხარდაჭერას. ესაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ასევე მინდა მოგილოცოთ უვიზო მიმოსვლა შენგენის ქვეყნებთან, ერთ- ერთი ასპექტი, რომელიც ხაზს უსვამს ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობას, ეს თბილისის ბაქო ყარსის რკინიგზის პროექტია, რომელიც საბოლოო ეტაპს უახლოვდება. დიდი მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ პროექტს“,-განაცხადა ბინალი ილდირიმმა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)