22:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 14:26:09, 2305 ნახვა

მსოფლიო
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით 35 ადამიანი დააკავეს

თურქი სამართალდამცველები ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმესთან დაკავშირებით  144 პირს ეძებენ, მათ შორის 35 ადამიანი უკვე დაკავებულია, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სპეცოპერაციები ქვეყნის 42 პროვინციაში განახორციელეს. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ეჭვმიტანილები მიმოწერისთვის სპეციალურ პროგრამა-მესინჯერს - Bylock-ს იყენებდნენ, რომლითაც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის მხარდაჭერები და გასული წლის სამხედრო გადატრიალების მონაწილეები სარგებლობდნენ.

ცნობისთვის, თურქეთის ხელისუფლება გიულენთან შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებებს აგრძელებს და ბოლო 1 თვის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს. 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივლისში თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა, რის შედეგადაც 249 ადამიანი დაიღუპა, 2 200 კი მძიმედ დაშავდა. თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში მუსლიმ მქადაგებელ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს. გიულენი ამერიკის შტატ პენსილვანიაში ცხოვრობს და თურქეთი მის ექსტრადირებას ითხოვს. შტატები ექსტრადირებაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გიულენს ის ბრალს არ აღიარებს. გარდა ამისა, გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დაიხურა ათობით სკოლა და უნივირსიტეტი, ასევე რამდენიმე მედია საშუალება. პრეზიდენტის რეჯეპ ტაიფ ერდოღანის განკარგულებით სამსახურიდან დაითხოვეს ათასობით ადამიანი, ამასთან 15 ათასამდე მასწავლებელი, 6 ათასამდე სამართალდამცველი და 100-მდე ჟურნალისტი დააპატიმრეს, გიულენთან კავშირის ბრალდებით. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics