10:14 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 13:37:41, 1643 ნახვა

პოლიტიკა
საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომა გაიმართა

ორ სახელმწიფოს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობის და  მეგობრული ურთიერთობების ნათელი დასტური, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგი და მას ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით, ორი ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მიერ გამოხატული მკვეთრი პოზიცია უწოდა.

სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომას, რომელიც საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრებისხელმძღვანელობით გაიმართა, მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა  თურქეთის ხელისუფლებას საქართველოსმხარდაჭერისთვის დააღნიშნა, რომ საქართველოს სახით თურქეთს ჰყავს ერთგული პარტნიორი. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზიგაუსვა მსოფლიოს წინაშე არსებულ  გამოწვევებს. მისი თქმით, რეგიონალური არასტაბილურობის პირობებში,  კიდევ უფრო დიდღირებულებას იძენს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი.

"ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარეობს ინტენსიური თანამშრომლობა მრავალ სფეროში. საქართველოსა და თურქეთს თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება და მნიშვნელოვანი პერსპექტივები აქვთ მსხვილსატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში. არ შეიძლება არ აღინიშნოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომლისპირველი განშტოების დასრულებაც 2017 წლის ზაფხულისთვის არის დაგეგმილი. ეს პროექტი,  სამხრეთის ენერგეტიკულიდერეფნის პროექტთან ერთად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციას და უკეთ წარმოაჩენსპროექტის მონაწილე საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკურ  მნიშვნელობას და ასევე ჩვენი სამმხრივითანამშრომლობის მნიშვნელობას. ეს კორიდორი არის  ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი „აბრეშუმის გზის" აღორძინების  დიდიპროექტის, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი  სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთში გამართული სამიტის დროს,"-განაცხადა  გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისშესაძლებლობებზე.

თურქეთის პრემიერ–მინისტრ განმარტებით, ბოლო 25 წელის მანძილზე თურქეთმა  გააფართოვა ურთიერთობები საქართველოსთანდა დღეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან შემდგომი თანაშრომლობის გაღრმავებას.  ბინალი ილდირიმის თქმით, საქართველო-თურქეთის მაღალი დონის  სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში გამართული დიალოგიმიანიშნებს ორი ქვეყნის ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, სადაც მხარეებს შესაძლებლობა აქვთ სიღრმისეულადგანიხილონ ყველა საკითხი და იმსჯელონ თანამშრომლობის განვითარების შემდგომ  ნაბიჯებზე.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს რიგით მე-2 სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ორიქვეყნის პარტნიორული ურთიერთობების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები. ყურადღება გამახვილდა  ეკონომიკის, კულტურის, იუსტიციისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საბჭოს წევრებისგადაწყვეტილებით,  საფუძველი ჩაეყარა  ერთობლივ ეკონომიკურ და სავაჭრო კომისიას, რომელიც მომავალი თანამშრომლობისახალ ჩარჩოებს განსაზღვრავს.

საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს დათურქეთის პრემიერ–მინისტრებმა ხელი მოაწერეს  „თბილისის განცხადებას," რომლითაც მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, თავიანთი პატივისცემა დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი და აღნიშნეს, რომ ორ სახელმწიფოს  შორის თანამშრომლობა და მეგობრობა რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გარანტია.

დღესვე ორი ქვეყნის მთავრობებს შორის  ხელი მოეწერა მნიშვნელოვან დოკუმენტებს: „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა დათურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივ განცხადებას"; დეკლარაციას„საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ერთობლივი ეკონომიკური და სავაჭრო კომისიის (JETCO) დაფუძნების შესახებ";  „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის  პროგრამას";  „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, ზღვაოსნობისა და კომუნიკაციისსამინისტროს შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს".
 
 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics