|
2017-05-23 12:19:09, 2452 ნახვა
ეკონომიკა საზოგადოება კომენტარი
კობა გვენეტაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმება გაგრძელდება. გვენეტაძის თქმით, სავალუტო ჯიხურებში დარღვევები განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე აქტიურდება. "არ მინდა, შემოწმებას სეზონური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ როცა ტურისტული სეზონი აქტიურდება, დარღვევებიც მატულობს. ბათუმში ჩატარებული შემოწმების დროს სხვადასხვა სახის დარღვევები იყო. არსებობს ვალუტის გაცვლის წესები, რომელი მოთხოვნებიც გაცვლითმა კურსებმა უნდა დააკმაყოფილონ, სწორედ ამ წესების შესაბამისობით მოხდა შემოწმება. არსებობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ წესები და კანონის მოთხოვნები, სწორედ აქედან გამომდინარე ხდება სანქციების მიღება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. მან მოსახლეობას მოუწოდა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიმართებაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. "საზოგადოებას მოვუწოდებ, შეხედონ რა ტრანზაქციას აკეთებენ და თუ რაიმე ტიპის დარღვევებს ნახავენ, აუცილებლად ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე შეგვატყობინონ", - განაცხადა გვენეტაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)