13:00 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 17:10:08, 1652 ნახვა

საზოგადოება
წილკანში ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშნა

გაეროს ეგიდით ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღე აღინიშა, რომლის მიზანიც ბიომრავალფეროვნების კუთხით ცოდნის ამაღლება და ცნობიერების გაზრდაა.

საქართველო ტრადიციულად შეურთდა ამ დღის აღნიშვნას და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების საკვლევ-სადემონსტრაციო წილკნის ბაზაზე, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბიოაგროწარმოების სამსახურის სპეციალისტებმა, ადგილობრივ ფერმერებს ბიომემცენარეობისა და ბიომეცხოველეობის თემაზე სემინარი ჩაუტარეს.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა წილკნის ბაზაზე გაშენებული ბიონაკვეთები დაათვალიერეს და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობას გაეცნენ.

სემინარს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათ საქართველოში ბიომეურნეობის განვითარებაზე, სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობაზე, მათ როლსა და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს.

„საქართველო არის ნიადაგური და კლიმატური პირობებით მრავალფეროვანი, რაც ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნებას. საქართველოში იწარმოება სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა პროდუქცია, ეს იქნება მარცვლეული, პარკოსანი, ბაღჩეული, თუ ხეხილოვანი კულტურა. სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მუშაობს ყველა მიმართულებით, იმისთვის, რომ აღადგინოს ქართული ენდემური ჯიშები“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბიომრავალფეროვნების დღე 1993 წლიდან მთელს მსოფლიოში აღინიშნება.

2017 წელი, გაეროს მიერ, ბიომრავალფეროვნებისა და მდგრადი ტურიზმის წლად არის გამოცხადებდული. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ევროპის ქვეყნებზე - სულ ცოტა დრო გავიდა და ანალოგიურმა ძალადობრივმა აქციებმა ევროპის ქვეყნების ქუჩებშიც იფეთქა
ლაშა ფარულავა - მოვითხოვთ, შეწყდეს ხალხის სოციალური ტერორი და „ოცნებამ“ პასუხისმგებლობა აიღოს გაძვირებულ ცხოვრებაზე, საწვავი 5 ლარს გასცდა
უკრაინამ ერთ თვეში მეხუთედ დაარტყა რუსეთის უდიდეს ნავთობის ჰაბს სამარის რეგიონში
საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics