|
2017-05-22 15:29:54, 2017 ნახვა
კომენტარი
ლომჯარია: მიწის ჩანაცვლებისას, დედაქალაქის ბიუჯეტს დაახლოებით, 2 მილიონი ლარის ზარალი მიადგა
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2016 წელს თბილისის მერიის მიერ, ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის საკითხზე, აუდიტის ანგარიშის შუალედური ინფორმაცია გაასაჯაროვა. გენერალური აუდიტორის პირველმა მოადგილემ ნინო ლომჯარიამ მედიასთან იმ ზარალის ოდენობაზე ისაუბრა, რაც მერიის ბიუჯეტს მიწის ჩანაცვლებისა და აუქციონის დროს, უპირობო კონკურენციის პირობებში მიადგა: "ზარალს რაც შეეხება, მიწის ჩანაცვლების შემთხვევაში, ზარალი შეგვიძლია მარტივად გამოვითვალოთ. დაახლოებით მიწის თანხა იმ პერიოდისათვის, როდესაც პირველ მესაკუთრეს მიადგა ზიანი, მიწის ღირებულება იყო დაახლოებით, 580 000 ლარი. დაახლოებით ამავე თანხად გაყიდა მესაკუთრემ ეს მიწა, თუმცა მერიამ აღნიშნული მიწა ახალ მფლობელს აუნაზღაურა 2 მილიონ 600 ათას ლარად შესაბამისად, 2 მილიონ 600 000 ლარს გამოვაკლოთ 580 ათასი ლარი. ესაა დაახლოებით ის ზარალი, რაც მიწის ჩანაცვლების დროს მოხდა და მეორე, აუქციონის შემთხვევაში, როდესაც უპირობო კონკურენცია შეუქმნა აუქციონის ერთ მონაწილეს. აუქციონში მეტი პირის ჩართულობა გაზრდიდა ღირებულებას იმ საკუთრებისა, რაც გამოტანილი იყო აუქციონზე. მითუმეტეს, რომ საკმაოდ დაბალ ღირებულებად იყო შეფასებული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, შეიძლებოდა სხვა პირების დაინტერესებაც ყოფილიყო, რომ მონაწილეობა მიეღოთ აუქციონში, თუმცა იყო მხოლოდ ერთი პირისთვის შექმნილი პირობა. აუქციონის დროსაც დავინახეთ, რომ თავად ფასი, რომელიც გამოიტანა სახელმწიფომ, გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე საბაზრო ღირებულება მომიჯნავე ნაკვეთებისა, დაახლოებით 9000 ლარად შეფასდა მაშინ, როდესაც თუარ ვცდები, მილიონ 600 000 ლარი უნდა ყოფილიყო ჩვენი გათვლებით აუქციონზე გატანილი ქონების ღირებულება ",-აღნიშნა ლომჯარიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)