|
2017-05-22 16:15:55, 1810 ნახვა
კომენტარი
ფარცხალაძის ადვოკატი: კადრებით დასტურდება, რომ ე.წ ინციდენტში ფარცხალაძის მიერ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ ჰქონია
ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის გაგი მოსიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს გენერალური აუდიტორისთვის ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის სრულყოფილი. "კადრებში, რომელიც გავრცელდა, ჩანს ის რეალობა, რომ ფარცხალაძის მხრიდან არანაირ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ აქვს, კარგად ჩანს თავდასხმის ინიციატორი ვინც არის, აშკარად ჩანს პირადი დაცვის მხრიდან განხორციელებული აქტიური მოქმედება. კადრებში ნათელია, რომ ოთარ ფარცხალაძე ე.წ ინციდენდის მერე 15 წამში ტოვებს „ელ ცენტროს“ არა სირბილით, არამედ ჩვეულებრივი ნაბიჯებით. ეს ყოველივე მიუთითებს, რომ ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადებები არ არის სრულყოფილი და არ არის რეალური იმისა, რაც მოხდა „ელ ცენტროში“. შესაბამისად, ის ინფორმაცია, რაც მივაწოდოეთ ჩვენს მიერ გამოკითხული მოწმეების მხრიდან, დადასტურდა კადრებითაც. დადასტურებული ფაქტია, რომ ფარცხალაძის მიერ აქტიურ მოქმედებას ადგილი არ აქვს ამ ე.წ ინციდენტში",- აღნიშნა გაგი მოსიაშვილმა. კომენტარს "საზოგადოებრივი" ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)