|
2015-04-15 14:35:26, 530 ნახვა
სამხედრო
ახალი ქართული ბატალიონი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ავღანეთში მისიას აგრძელებს
საქართველოს შეიარაღებული ძალების 51-ე მსუბუქმა ქვეითმა ბატალიონმა, რომელიც 7 თვის განმავლობაში იცავდა ბაგრამის საავიაციო ბაზას, უფლებამოსილება 43-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონს ოფიციალურად გადააბარა. „ამერიკელები და ქართველები წარმატებით იბრძვიან მხარდამხარ, რადგან ორივე ქვეყნის სამხედროებს წარმატებული პარტნიორობისთვის საჭირო პრინციპები აერთიანებთ - პატივისცემა, ურთიერთგაგება, მოთმინება, ნდობა და ფოკუსირება მისიაზე. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ვიცე-პოლკოვნიკ გრიგოლიას ძალისხმევა ამ გარდამავალ პერიოდში“, - განაცხადა ტაქტიკური დაჯგუფება „სოლიდის“ მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაქარი მილერმა. 51-ე ბატალიონს, რომელიც ბაზის დაცვაზეა პასუხისმგებელი, ვიცე-პოლკოვნიკი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. 43-ე ბატალიონის მეთაური კი ვიცე-პოლკოვნიკი ვიტალი ცხადაძეა. „43-ე ბატალიონის ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი ამოცანაა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მივიღოთ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი მცირედი წვლილი, რომელიც ქვეყანას განვითარებაში და ძლიერი მთავრობის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.“ „ჩვენ დღეს ვემშვიდობებით მეკავშირეთა ჯგუფის საზღვაო ქვეითებსაც ვიცე-პოლკოვნიკ პიტ ლანგის მეთაურობით. ჩვენი სამხედროები ყველანაირად უჭერდნენ მხარს ქართველ სამხედროებს იქნებოდა ეს პარვანის პროვინციაში პატრულირება, პოზიციების დაკომპლექტება თუ რჩევების მიწოდება. დიდი მადლობა თავდაუზოგავი მუშაობისთვის, რთული მისიის შესასრულებლად გამოჩენილი თავდადებისთვის და კოალიციის მხარდაჭერისათვის. დარწმუნებული ვარ 43-ე ბატალიონის სამხედროები მზად არიან ბაგრამის უსაფრთხოების დასაცავად და მოუთმენლად ველით პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენს შესანიშნავ სამხედროებს შორის“, - განაცხადა მილერმა. პარტნიორობა ამერიკელ ქვეითებსა და ქართველ სამხედროებს შორის უნიკალურია, რადგან ისინი მისიისთვის ერთად გადიან მომზადებას. ამერიკელები საქართველოში გადასროლის წინა მომზადების პროგრამის ფარგლებში ჩავიდნენ და სამი თვის განმავლობაში ერთად გადიოდნენ წვრთნას გერმანიაში გამგზავრებამდე, სადაც მისიისთვის მზადყოფნის შეფასება მოხდა. ავღანეთში მათი უმთავრესი მისიაა ხელი შეუწყონ ქართულ ბატალიონს ბაგრამის ბაზის დაცვაში. პასუხისმგებლობაში ასევე შედის საავიაციო ბაზა ბაგრამის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირება, საკონტროლო გამშვები პუნქტების კონტროლი. ისინი შიდა უსაფრთხოებასაც უზრუნველყოფენ და სწრაფი რეაგირების ძალების ფუნქციასაც ასრულებენ. პროგრამის მიზანია საქართველოს საექსპედიციო ბატალიონი მრჩევლებით უზრუნველყონ და მისიის შესასრულებლად მოამზადონ. მრჩევლები სხვადასხვა სფეროებს ფარავენ, მათ შორის ქვეითთა ასეულის. შტაბის მრჩევლები რეკომენდაციებს უწევენ დაზვერვის, ოპერაციების, ლოგისტიკის, კომუნიკაციის და სამედიცინო სფეროებში. „ამერიკელ საზღვაო ქვეითებს ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებთ საქართველოსთან, მათ შორის ერაყის საბრძოლო ოპერაციაშიც.“ მრჩეველთა ჯგუფი საქართველოში ყალიბდება და მისი წევრები ქართული ბატალიონის შემადგენლობაში შედიან. ამერიკელი ქვეითები, რომლებიც 51-ე ბატალიონთან ერთად არიან უნიკალური მრჩეველთა ჯგუფია. ისინი ამ ეტაპზე ამერიკული საზღვაო ქვეითების ერთადერთ ქვედანაყოფად რჩება, რომელიც ავღანეთში პატრულირებას ახორციელებს. საზღვაო ქვეითებმა ერთობლივი პატრული ავღანეთის ეროვნულ ძალებთან ექვსი თვის წინ დაიწყეს. ერთობლივი პატრულირება ავღანურ ძალებთან და მეორე კანდაკის პირველი ბრიგადის სამხედრო პოლიციის გვარდიასთან ერთად ხორციელდება. „ჩვენ გვინდა ეს წვრთნის გეგმა ძალაში იყოს ჩვენს პარტნიორ ავღანეთის ძალებთან ერთად. ჩვენთვის პატივია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ავღანელ და ქართველ კოლეგებთან ერთად პატრულს ვახორციელებდეთ. წვრთნა, რომელსაც ჩვენ ვუტარებთ ავღანურ ძალებს ეხმარება მათ შესაძლებლობების განვითარებაში და ხელს უწყობს ჩვენს ქვედანაყოფებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებას. წვრთნას ძალიან კარგი შედეგები აქვს სამხედრო პოლიციის მოტივირებული სამხედროებისთვის“, - განაცხადა ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა, ვიცე-პოლკოვნიკმა პიტერ ლანგმა. „სამხედრო პოლიციის შტაბ-ბინაში კვირაში ერთხელ მივდივართ. სამხედრო პოლიციამდე მათ სხვა სახის მომზადება აქვთ გავლილი. მათ არ აქვთ იმავე სახის აღჭურვილობა და წვრთნა გავლილი, როგორც სხვა სტანდარტულ ქვეითთა ქვედანაყოფებს. ჩვენ გავიცნობთ მათ და მოვამზადებთ საბრძოლო გარემოსგან განსხვავებულ პირობებში“, - აცხადებს კაპიტანი დილან ბეიკერი, მეკავშირეთა ჯგუფის ოპერაციების ოფიცერი.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)