|
2017-05-22 15:59:52, 2440 ნახვა
მსოფლიო
მაკკეინი: ლავროვი ქურდის და მკვლელის პროპაგანდისტია, რომელსაც ოვალურ კაბინეტში არაფერი ესაქმება
ამერიკის შეერთებული შტატების "რესპუბლიკული" სენატორის კონ მაკკეინის განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, რომელსაც "მარიონეტი და პროპაგანდისტია, რომელსაც არაფერი ესაქმება აშშ-ის პრეზიდენტის ოვალურ კაბინეტში“, - ამის შესახებ სენატორმა Fox News Sunday-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სენატორმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი "მკვლელად" მოიხსენია. "ერთი რამ ვიცი: ლავროვი ქურდის და მკვლელის მარიონეტია, რომელმაც რუსული მაღალი სიზუსტის შეიარაღება გამოიყენა ალეპოში საავადმყოფოებზე დარტყმების მისატანად, რომელიც ადამიანის უფლებებს მთლიანად რეგიონში თელავდა, რომელიც უკრაინაში შეიჭრა და ყირიმი წაართვა. ის ქურდივით იქცეოდა და მას არაფერი ესაქმება ოვალურ კაბინეტში. გარკვეულ გარემოებებში დასაშვები იქნებოდა ტრამპის შეხვედრა პუტინთან, მაგრამ არა მარიონეტ ლავროვთან. ის მხოლოდ პროპაგანდისტია", - აღნიშნა სენატორმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა და დონალდ ტრამპს შეხვდა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)