|
2017-05-22 15:17:13, 822 ნახვა
რეგიონი
ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი (IBF) გაიხსნა
22 მაისს სასტუმრო „ეიფორიაში" ორდღიანი საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი (IBF) გაიხსნა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე დაესწრო. საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი რეგიონალური მასშტაბით ყველაზე დიდი ბიზნეს ღონისძიებაა, რომელიც ბათუმში პირველად ტარდება. ფორუმი მსოფლიო კლასის სპიკერებს, ბიზნეს ლიდერებს, საჯარო სტრუქტურების წარმომადგენლებს და დამწყებ ბიზნესმენებს აერთიანებს. ფორუმის ფარგლებში მიმდინარეობს ვორქშოპები და სამოტივაციო მასტერკლასები. მსოფლიოში აღიარებული სპიკერები წამყვანი კომპანიებიდან მსმენელებს თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ. წლევანდელ ბიზნეს ფორუმზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან: მსოფლიოს ნომერ პირველი ბიზნესტრენერი მარშალ გოლდსმიტი; მსოფლიოს პორშეს და ლამბორჯინის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი კევინ გასკელი; მსოფლიოს ნომერ პირველი მსაჯი პიერლუიჯი კოლინა, „ლიდერშიპის" თანაავტორი ჯონ კინგი და სხვა ცნობილი სპიკერები. ფორუმს საბანკო სექტორის, სადაზღვეოების, სამეწარმეო რგოლის, უძრავი ქონების მართვის, პროფესიული განათლების, საკონსულტაციო კომპანიების, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ჯანდაცვის სფეროების წარმომადგენლები დაესწრებიან. მსოფლიოში ცნობილი სპიკერების მოსასმენად ბათუმს 800-მდე დელეგატი ეწვია. ფორუმი 14 ქვეყანას აერთიანებს და ხელს უწყობს მასპინძელი ქვეყნისა და ქალაქის პოპულარიზაციას. IBF-ის დაარსების იდეა განპირობებულია იმით, რომ მსოფლიოს ესაჭიროება უკეთესი ლიდერები როგორც ბიზნესის სექტორში, ასევე ორგანიზაციებში და სხვადასხვა სამუშაო წრეებში. კომპანიის სლოგანია „ღირს გახდე ლიდერების მიმდევარი" და მისი ძირითადი დანიშნულებაა ხელი შეუწყოს ლიდერული ქცევის ნორმების შესწავლას, რაც მსოფლიო ბაზარზე ასეთი მოთხოვნადია. (NS)
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)