|
2017-05-22 13:19:09, 1381 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო
თბილისის მერიამ და თბილისის განვითარების ფონდმა ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო. მერიის ცნობით, სამუშაოები პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში მუზეუმების განვითარების პროგრამით ხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ბაიდარაშვილმა დაათვალიერეს. მუზეუმს სრული რეაბილიტაცია უტარდება. დაგეგმილია, როგორც შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქცია, ასევე შიდა ეზოსა და ინტერიერის აღდგენა და კეთილმოწყობა. მუზეუმის ტერიტორიაზე მთლიანად შეიცვლება და მოწესრიგდება შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელები. „ეს არის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა, როცა საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით აღდგება ილიას მუზეუმი, ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი. ეს იყო ღირსების საკითხი, ეს იყო მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც დავიწყეთ, რათა ამ ადგილს დაუბრუნდეს თავისი ისტორიული მნიშვნელობა. გაკეთდება არა მხოლოდ შენობის კონსტრუქციული გამაგრება და მოწესრიგდება გარე ნაწილი, არამედ ჩვენ უზრუნველვყოფთ მისი შიდა ნაწილის ავთენტურ აღდგენას და ეს ადგილი გახდება ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. ჯავახიშვილის N7-ში მდებარე ისტორიული მნიშვნელობის შენობა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება. გამოჩენილი ქართველი მწერლის, პუბლიცისტის და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი ჯავახიშვილის N7-ში 1987 წელს გაიხსნა, ილიას დაბადებიდან 150-ე წლისთავთან დაკავშირებით. თავის დროზე, კი სახლი ილია ჭავჭავაძის დას ეკუთვნოდა და მისი მეუღლის, გენერალ ალექსანდრე საგინაშვილის მიერ 1880-იან წლებში აშენდა. ილია ჭავჭავაძე ამ სახლში 1889-1901 წლებში ცხოვრობდა. აქვე ფუნქციონირებდა ილიას მიერ დაარსებული გაზეთ "ივერიის" რედაქცია და სტამბა. ჯავახიშვილის N7-ში მდებარე სახლი XIX საუკუნეში ცნობილი იყო, როგორც ადგილი, სადაც ხუთშაბათობით რჩეული საზოგადოება იკრიბებოდა და ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა. სამუზეუმო კომპლექსი გარდა უშუალოდ სახლისა, მოიცავს: კოშკს, ღვინის სარდაფს, ბეღელს, წყლის წისქვილს და პურის საცხობს. ჯავახიშვილის ქუჩა N7-ში მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება. (NS)
ზელენსკი კობახიძესთან შეხვედრაზე - ჩვენს ქვეყნებს შორის გადაუჭრელი საკითხები მართლაც არსებობს
კობახიძე ისევ რევოლუციის მცდელობებზე საუბრობს და ევროპულ ლიდერებს ადანაშაულებს
კობახიძე ვოლოდიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე - ეს იყო დახურული ფორმატის შეხვედრა, თუმცა მეგობრული
ზუგდიდში დევნილთათვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)