20:35 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 13:07:54, 4462 ნახვა

საზოგადოება კულტურა სხვადასხვა
27 მაისს აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 27 მაისს, აქცია - „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა.

აღნიშნული აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, ყველა მსურველს და დაინტერესებულ პირს უფასოდ მოემსახურება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები თბილისისა და რეგიონის მასშტაბით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მუზეუმების გაერთიანების 3 მუზეუმი, რეგიონული მუნიციპალიტეტის მუზეუმები, 2 უწყებრივი მუზეუმი - ქართული სპორტის მუზეუმი, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის მუზეუმი და კერძო - ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი.

ვიზიტორებისთვის მუზეუმები ღამის 01:00 საათამდე იქნება ღია. ისინი თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება. მანამდე კი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, თბილისის სხვადასხვა უბანს სლოგანით „მოდი ღამე მუზეუმში“ მოხატავენ და მოსახლეობას მუზეუმებში მისვლისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, აქციას „ღამე მუზეუმში“ - 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა საფუძველი და მას შემდეგ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში რეგულარულად ტარდება. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა. 

განრიგი იხილეთ აღნიშნულ ბმულებზე: http://culture.gov.ge/getattachment/News/%E2%80%8B-game-muzeumshi%E2%80%9D/Modi-Game-Museumshi-2017_TBILISI_GEO-(1).pdf.aspx

http://culture.gov.ge/getattachment/News/%E2%80%8B-game-muzeumshi%E2%80%9D/Modi-Game-Museumshi-2017_REGIONEBI_GEO.pdf.aspx

http://culture.gov.ge/getattachment/News/%E2%80%8B-game-muzeumshi%E2%80%9D/modi-game-muzeumshi-avtobusebis-marshrutebi-(2).pdf.aspx









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics